Tesla Roadster-ის მასიურმა წარმოებამ შესაძლოა გარკვეული დროით გადაიწიოს

დაბრუნება Posts

Tesla Roadster-ის მასიურმა წარმოებამ შესაძლოა გარკვეული დროით გადაიწიოს


კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა Elon Musk-მა Joe Rogan-თან გადაცემაში კითხვაზე თუ როდის ჩაეშვება Roadster-ის მასიური გაყიდვაში მან უპასუხა, რომ ამ დროისათვის კომპანიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს Model Y-ის წარმოება და გერმანიაში ახალი საავტომობილო ქარხნის მშენებლობა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Roadster-ი წარმოადგენს იმ დესერტს, რომელიც მის დაგემოვნებამდე სხვა კერძი უნდა მიირთვათ, ისეთივე როგორიც მაგალითად Model Y და Cybertruck-ია. ამიტომ ნათელია, რომ Musk-ის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ახალი სუპერ სწრაფი ელექტრომობილის სერიული წარმოება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი შესაძლოა ამ თარიღმა გარკვეული ხნით გადაიწიოს.


გააზიარე

დაბრუნება Posts