SpaceX-ისა და NASA-ს მიერ დაგეგმილი ხომალდის გაშვება უამინდობის გამო დროებით გადაიდო

დაბრუნება Posts

SpaceX-ისა და NASA-ს მიერ დაგეგმილი ხომალდის გაშვება უამინდობის გამო დროებით გადაიდო


SpaceX-ის მიერ NASA-ს ასტრონავტების გაგზავნა დედამიწის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უამინდობის გამო გადაიდო. შეგახსენებთ, რომ SpaceX გახლავთ პირველი კერძო კომპანია, რომელიც დაეხმარება NASA-ს გააგზავნოს მისი ასტრონავტები კოსმოსში.

Watch NASA coverage of SpaceX astronaut test flight | Human World ...

აღსანიშნავია, ისიც, რომ 2011 წლის შემდეგ, როდესაც Space Shuttle-ის პროგრამის დახურვა მოხდა მას შემდგომ აშშ-ს არცერთი ასტრონავტი კოსმოსში არ გაუშვია. თავდაპირველად დაგეგმილი გაშვება გათვლილი გახლდათ ორ ასტრონავტზე, რომლების გაშვებაც თბილისის დროით 28 მაისს, ღამის 00:33-ზე იყო დაგეგმილი.

Tesla Model X will carry first astronauts flying in SpaceX's ...

შეგახსენებთ, რომ შატლის განმეორებითი გაშვება შაბათს, 30 მაისს არის დაგეგმილი და მისი ონლაინ ტრანსლაციის ნახვა კი SpaceX-ისა და NASA-ს YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.


გააზიარე

დაბრუნება Posts