Samsung Gear S3 ახალი განახლების დახმარებით Galaxy Active2-ის ფუნქციებს და Bixby-ის ხელოვნურ ასისტენტს მიიღებს!

დაბრუნება Posts

Samsung Gear S3 ახალი განახლების დახმარებით Galaxy Active2-ის ფუნქციებს და Bixby-ის ხელოვნურ ასისტენტს მიიღებს!


მართალია, უკვე Gear S3 გამოშვებიდან თითქმის 4 წელი გავიდა, მაგრამ კომპანია Samsung-ი მასზე წვდომას და მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. ბოლო განახლებით კი კომპანიამ იგი Bixby-ის ხელოვნური ასისტენტით აღჭურვა და განახლებული UI-იც დაურთო თან.

რაც შეეხება დეტალებს, განახლების საშუალებით გაუმჯობესდა Always On Display- ის ფუნქციონირება და საათის დამუხტვის პროცესიც. ასევე, Timer და Stopwatch-ის აპლიკაცია მიიღებს განახლებულ UI-ს და ბოლოს, საათს დაემატა ახალი “ემოჯები” და გაუმჯობესდა ე.წ ძილის რეჟიმიც. შეგახსენებთ, რომ განახლებას მიიღებს ყველა Gear S3-ის მოწყობილობა მიუხედავათ მისი Classic და Sport ვერსიისა.


გააზიარე

დაბრუნება Posts