OnePlus-სა და McLaren-ს შორის პარტნიორობა ოფიციალურად შეწყდა!

დაბრუნება Posts

OnePlus-სა და McLaren-ს შორის პარტნიორობა ოფიციალურად შეწყდა!


ჯერ კიდევ 2018 წელს McLaren-მა და OnePlus-მა ოფიციალურად მოაწერეს ხელი პარტნიორობის შესახებ. აღნიშნული კოლაბორაციის პირველი შედეგი კი OnePlus 6T გახლდათ, რომელიც გამოირჩეოდა ისეთივე ექსკლუზიური ფუნქციებით როგორებიცაა Warp Charge-ის სუპერ სწრაფი დამუხტვის სისტემა და 10GB ოპერატიული მეხსიერება.

თუმცა, რამდენიმე საათის წინ, OnePlus-ისა და McLaren-ის გვერდებიდან უეცრად გაქრა მათი პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელ ორ ბრენდს შორის კოლაბორაცია საკმაოდ ჩუმად დასრულდა.

OnePlus' invisible camera trick is kind of magic | AndroidPIT

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრენდებს შორის შექმნილი ბოლო ტექნოლოგია გახლავთ ე.წ კამერების დამალვის ტექნოლოგია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კონცეფციის დონეზე შექმნილი ტექნოლოგია იყო და არ იყო განკუთვნილი მასიური წარმოებისათვის.


გააზიარე

დაბრუნება Posts