OnePlus-ის ახალი სმარტფონები მალე 65W სწრაფი დამუხტვის სისტემით იქნება აღჭურვილი

დაბრუნება Posts

OnePlus-ის ახალი სმარტფონები მალე 65W სწრაფი დამუხტვის სისტემით იქნება აღჭურვილი


უკვე რამდენიმე წელია რაც კომპანია OnePlus-ი მის ფლაგმან სმარტფონებში 30W სწრაფ დამუხტვის სისტემას გვთავაზობს, თუმცა უკვე კომპანია BBK-მ (შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრენდის შვილობილი კომპანიებია: Realme, Oppo, Vivo, OnePlus და iQOO) Oppo-ს ახალი სმარტფონები 65W სწრაფი დამუხტვის სისტემით აღჭურვა.

New leak points to OnePlus embracing 65W charging

ასევე გეტყვით, რომ ეს, ალბათ, იგივე ტექნოლოგიაა, როგორც Oppo Find X2 Pro-ზე ვხვდებით. შეგახსენებთ, რომ ამჯერად OnePlus 8 Pro-ს გააჩნია 4,510 mAh ბატარეა Warp Charge 30W-ის მხარდაჭერით კი ის 0 – დან 63%-მდე საათნახევარში იმუხტება. შედარებისთვის, Find X2 Pro- ს აქვს ოდნავ მცირე სიმძლავრის ბატარეა – 4,260 mAh მაგრამ იგი 65W დახმარებით 30 წუთის განმავლობაში 95% -მდე იმუხტება.

TUV Rheinland– ის სერტიფიკატი კი ამტკიცებს, რომ OnePlus-ის მიერ შექმნილი ახალი ტექნოლოგია სავსებით უსაფრთხო და სტაბილურია. ეს კი ნიშნავს, იმას რომ უახლოეს მომავალში OnePlus 8T / OnePlus 9 სმარტფონებზე ახალ 65W სუპერ სწრაფ დამუხტვის სისტემას ვიხილავთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts