Nokia 9.3-ს მალე 8K ვიდეოს გადაღება და Zeiss-ის ექსკლუზიური ფუნქციები შეემატება

დაბრუნება Posts

Nokia 9.3-ს მალე 8K ვიდეოს გადაღება და Zeiss-ის ექსკლუზიური ფუნქციები შეემატება


რაც დრო გადის მით უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში Nokia-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონის Nokia 9.3-ის შესახებ. ბოლო ინფორმაციით კი აღნიშნული სმარტფონი მიიღებს ახალ108 მეგაპიქსელის ზომის კამერას, რომელიც Zeiss-ის ოპტიკური ლინზებით იქნება აღჭურვილი.

გავრცელებული ინფორმაციით ასევე Nokia-ს გუნდი ინტენსიურად მუშაობს სმარტფონის კამერის Pro-ს და Night რეჟიმზეც და მასში შევხდებით სწორედ Zeiss-ის ექსკლუზიურ ფუნქციებს და ეფექტებს. რაც შეეხება სმარტფონის გამოსვლის თარიღს სავარაუდოა, რომ მისი პრეზენტაცია მოხდეს მიმდინარე წელს, კერძოდ კი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.


გააზიარე

დაბრუნება Posts