iPhone 12 სერიის გამოშვების თარიღმა ნოემბრამდე გადაიწია!

დაბრუნება Posts

iPhone 12 სერიის გამოშვების თარიღმა ნოემბრამდე გადაიწია!


ინტერნეტ სივრცეში უკვე აქტიურადაა დაწყებული მითქმა-მოთქმები იმის, შესახებ თუ როდის წარადგენს კომპანია Apple-ი მის ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს. ბოლო ინფორმაციებით კი კომპანიამ მათი გამოშვება მიმდინარე წლის ნოემბრის თვემდე გადადო.

Apple iPhone 12 series to launch in late November, new report ...

წინასწარი ინფორმაციებით, ასევე ცნობილია, რომ Apple-ს განძრახული აქვს Q2 2020-ში დაამზადოს 35 მილიონი ახალი iPhone 12 სერიის სმარტფონები, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდზე. ასევე წინასწარი ინფორმაციებით, ცნობილია, რომ ახალი iPhone-ების ეკრანის 80% კომპანია Samsung-ი დაამზადებს.

iPhone 12 Series: New Leaks And Claims About Device Prices. - The ...

ახალ მოდელებზე დამატებული იქნება ასევე 5G ტექნოლოგიის მხარდაჭერა და გაზრდილი იქნება ასევე მათი ეკრანის ზომებიც. ხაზგასასმელია ასევე ის ფაქტიც, რომ ყველა ახალი iPhone 12 სერიის სმარტფონი აღჭურვილი იქნება 5ნმ-იანი A14-ის ჩიფსეტით. შეგახსენებთ, რომ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე ბევრ კომპანიას მოუწია მათი ტექნიკის ონლაინ რეჟიმში წარდგენა, რაც შეეხება Apple-ს, როგორც ჩანს კუპერტინოელებს გადაწყვეტილი აქვთ ღონისძიების ჩატარება კვლავ ჩვეულ რეჟიმში, თუმცა უკანასკნელი აღარ გაიმართება ტრადიციულ დროს.


გააზიარე

დაბრუნება Posts