Google Lens-ს ამიერიდან შეუძლია ისაუბროს თქვენს მიერ დასკანირებული ტექსტით, გარდაქმნათ ხელნაწერი ბეჭდურ ვერსიად და ა.შ

დაბრუნება Posts

Google Lens-ს ამიერიდან შეუძლია ისაუბროს თქვენს მიერ დასკანირებული ტექსტით, გარდაქმნათ ხელნაწერი ბეჭდურ ვერსიად და ა.შ


Google-ის ახალი ფუნქციის დახმარებით სახლში ენის სწავლისათვის, ანდაც სახლში მუშაობისათვის მეტად სახალისო დრო გამოდგა. სულ ახლახანს Google Lens-ს დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ მარტივად დააკოპიროთ ტექსტი სმარტფონიდან კომპიუტერში.

ამისათვის თქვენ უნდა გამოიყენოთ Google Lens დაასკანიროთ ნებისმიერი ტექსტი და იგი Google Draft-ში ავტომატურად გადაპორტირდება. ახალ ფუნქციებს შორის ასევე აღსანიშნავია, ისიც რომ ამიერიდან თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ხელნაწერი აქციოთ ბეჭდურ ვერსიად.

სიახლეებს შორისაა ასევე ტექსტის ავტომატური წაკითხვაც ამისათვის თქვენ უნდა შებრძანდეთ Google Lens-ში დაასკანიროთ ნებისმიერი ტექსტი და მას მიუთითოთ წაკითხვის რეჟიმი. რაც შეეხება ახალი ფუნქციების გააქტიურებას იგი ამ დროისათვის უკვე ხელმისაწვდომია Android მომხმარებლებისათვის, ხოლო iOS-ის მომხმარებლებს ზემოთ აღნიშნული ფუნქციები უკვე ხელმისაწვდომია, გარდა ტექსტის წაკითხვისა.


გააზიარე

დაბრუნება Posts