Galaxy Note20 შესაძლოა გახდეს პირველი სმარტფონი, რომლის ჩიფსეტიც 5ნმ ტექნოლოგიით იქნება დამზადებული

დაბრუნება Posts

Galaxy Note20 შესაძლოა გახდეს პირველი სმარტფონი, რომლის ჩიფსეტიც 5ნმ ტექნოლოგიით იქნება დამზადებული


კომპანია Samsung-ი უკვე რამდენიმე თვეა რაც აქტიურად მუშაობს ახალი ჩიფსეტის დამზადებაზე. ახლა კი სამხრეთ კორეული გამოცემების, თანახმად ირკვევა, რომ Samsung-ი უკვე მზადაა აგვისტოს თვიდან დაიწყოს მასობრივი ჩიფსეტების წარმოებაც, რომელიც 5ნმ არქიტექტურით იქნება შექმნილი.

Exynos 992 SoC (5nm) will debut with Galaxy Note 20 series, packs ...

გავრცელებული ინფორმაციებით, კი აღნიშნული ტექნოლოგიის პირველ დებიუტს Exynos 992 პროცესორში ვიხილავთ. უკანასკნელით კი აღჭურვილი იქნება Galaxy Note20 სერია. აღსანიშნავია, ისიც, რომ Exynos 992 გამოიყენებს ARM–ის Cortex-A78 CPU- ს ბირთვს და Mali-G78 GPU- ს არქიტექტურას. თეორიულად, ეს გულისხმობს პროცესორის 20%-ზე მეტ ეფექტურობას.

ექსპერტები თქმით, Samsung-ი ეცდება მაქსიმალურად შეამციროს იმ ქვეყნების რიგი ჩამონათვალი, სადაც დღესდღეობით მხოლოდ Exynos-ის ჩიფსეტებით იყიდება სმარტფონები. Exynos 992-ით აღჭურვილი სმარტფონების გაყიდვებს კი კომპანია მის სამშობლოში, სამხრეთ კორეაში ეცდება.


გააზიარე

დაბრუნება Posts