Galaxy Buds X მალე შესაძლოა აქტიური ხმის ჩამხშობი სისტემა ჰქონდეს

დაბრუნება Posts

Galaxy Buds X მალე შესაძლოა აქტიური ხმის ჩამხშობი სისტემა ჰქონდეს


უკვე აღარ არის საიდუმლო, რომ კომპანია Samsung-ი უკვე Galaxy Buds+ -ის შემცვლელზე მუშაობს. თუმცა, აშშ-ს საპატენტო ოფისის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Galaxy Buds X აღჭურვილი იქნება აქტიური ხმის ჩამხშობი სისტემით, როგორც ეს Airpods Pro-სა და Sony-ის უკაბელო ყურსასმენებზე ვხვდებით.

Upcoming Samsung Galaxy Buds X to have noise cancellation ...

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ Galaxy Buds X-ს არ ექნება ე.წ რეზინის თავები რის გამოც წინამორბედისგან განსხვავებით გაქრება პასიური ხმის ჩამხშობი საშუალებაც, ამიტომ საკამათოა თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს კომპანია მხოლოდ პროგრამული დამუშავებით გარედან შემოსული ხმაურის აღმოფხვრაში. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ Samsung-ის მორიგ ახალ ღონისძიებას, სადაც აღნიშნულ ყურსასმენებს ვიხილავთ Galaxy Note20-თან ერთად.


გააზიარე

დაბრუნება Posts