Facebook-ის ახალი სერვისი Messenger Rooms-ი უკვე ხელმისაწვდომია!

დაბრუნება Posts

Facebook-ის ახალი სერვისი Messenger Rooms-ი უკვე ხელმისაწვდომია!


Facebook-ის ახალი სერვისი Messenger Rooms-ი რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ოფიციალურად უკვე ხელმისაწვდომი გახდა. თავდაპირველად იგი 14 მაისს ამოქმედდა აშშ-სა და კანადაში, ხოლო რამდენიმე დღის წინ კი უკვე იგი დანარჩენ ქვეყნებშიც გახდა ხელმისაწვდომი ასევე მათ შორის საქართველოშიც.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია Facebook-მა გადაწყვიტა აემოქმედებინა ე.წ “ციფრული ოთახების” სერვისი, რომელიც როგორც კომპანია აცხადებს დაეხმარებათ არამარტო სკოლისა თუ უნივერსიტეტის მოსწავლეებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სახლიდან უწევთ ონლაინ მუშაობა.


გააზიარე

დაბრუნება Posts