Donald Trump-მა Huawei-ს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა!

დაბრუნება Posts

Donald Trump-მა Huawei-ს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა!


აშშ-ს პრეზიდენტმა Donald Trump-მა ამერიკულ კომპანიებს კვლავ ერთი წლით გაუხანგრძლივა სანქციები, რომლის გამო ისინი ვერცერთ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან ვერ ითანამშრომლებენ. აღნიშნული აკრძალვა კი მომავალი წლის მაისამდე იმოქმედებს.

Read the full document signed by Donald Trump and Kim Jong Un ...

მართალია, შესაბამის დოკუმენტში კონკრეტული კომპანიების სახელები არაა მითითებული. თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნული სანქციები სწორედ Huawei-ს და ZTE-სკენაა მიმართული. შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და Huawei-ს კონფლიქტი ჯერ კიდე გასული წლის მაისიდან დაიწყო, სადაც აშშ-მ კომპანია Huawei-ს ბრალი წაუყენა პირადი მონაცემების უკანონო გადაცემის ფაქტის გამო, სადაც აშშ-ს ბრალდებით აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის კომუნისტური მთავრობა იყენებდა.

ასევე გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ Huawei და ZTE -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში, მათივე თქმით აღნიშნული სანქციები მათ ვერაფერს დააკლებს სინამდვილეში რეალურად საქმე მათთვის არც თუ ისე კარგადაა, ამის გამო ბოლო თვეების განმავლობაში Huawei-ის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა და კომპანია გადავიდა სრულ დატვირთვაზე გახდეს რაც შეიძლება დამოუკიდებელი და პროგრესული.


გააზიარე

დაბრუნება Posts