Dark Mode რეჟიმი ახლა უკვე Google-ის აპლიკაციაზეც გახდა ხელმისაწვდომი

დაბრუნება Posts

Dark Mode რეჟიმი ახლა უკვე Google-ის აპლიკაციაზეც გახდა ხელმისაწვდომი


დიდი ხნის პაუზის შემდგომ, კომპანია Google-მა ოფიციალურად აამოქმედა Dark Mode რეჟიმი მის აპლიკაციაზე. უკანასკნელი კი როგორც აპლიკაციაში ასევე Google Assistant-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ყველა ტექნოლოგიური კომპანია მიილტვის იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს იმ ნებისმიერი სერვისის გამოყენება, რომელსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებლებს. ამისათვის კი ისინი აპლიკაციებში ე.წ “მუქ თემას” ამატებენ, შესაბამისად უკანასკნელი ეხმარება როგორც სმარტფონს, ასევე მომხმარებელსაც მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად გამოიყენოს სასურველი აპლიკაცია.

რაც შეეხება აღნიშნული სიახლის გააქტიურებას, იგი ხელმისაწვდომი მიმდინარე კვირას გახდება და ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. თუმცა, აღნიშნული რეჟიმის გამოსაყენებლად თქვენ უნდა გქონდეთ Android 10-ზე ან iOS 13-ზე მომუშავე სმარტფონები.


გააზიარე

დაბრუნება Posts