სად და როდის გაიმართება WWDC 2020-ის კონფერენცია?

დაბრუნება Posts

სად და როდის გაიმართება WWDC 2020-ის კონფერენცია?


Apple-ის ყოველწლიური ღონისძიება WWDC 2020 (Apple Worldwide Developers Conference) მიმდინარე წელს ონლაინ რეჟიმში წარიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე კი ვიხილავთ iOS 14-ის ახალ დეტალებს და იმ მოწყობილობების ჩამონათვალსაც, რომლებიც აღნიშნულ სისტემურ განახლებას მიიღებენ.

WWDC 2020 Announced! iPhone 9, 12 Pro & iOS 14 Leaks! - YouTube

ღონისძიებაზე ასევე ცნობილი გახდება Apple-ის ახალი სერვისებისა და მის სამომავლო გეგმების შესახებ. რაც შეეხება დროსა და ადგილს როგორც იცით Covid-19 -ის გამო კომპანიებმა გადაწყვიტეს მათი მთავარი ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში გამართვა, შესაბამისად ამ რიცხვს შეემატა Apple-იც. ამიტომ WWDC 2020-ის კონფერენცია გაიმართება 22 ივნისს, სადაც მის ნახვას შეძლებთ Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts