კომპანია OnePlus მალე ახალ უკაბელო ყურსასმენებს წარმოადგენს!

დაბრუნება Posts

კომპანია OnePlus მალე ახალ უკაბელო ყურსასმენებს წარმოადგენს!


წლების განმავლობაში კომპანია OnePlus-ი მრავალ ხელმისაწვდომ სმარტფონსა თუ ყურსასმენებს გვთავაზობდა, თუმცა ახლა ჯერი უკვე პრემიალური კლასის უკაბელო ყურსასმენებზე დადგა. როგორც ფოტოზე ხედავთ აღნიშნული ყურსასმენების გამოშვების თარიღი მიმდინარე წლის ივლისის თვეშია დაგეგმილი, რომელთან ერთადაც შესაძლოა კომპანიის პირველი ბიუჯეტური სმარტფონი OnePlus Z ვიხილოთ.

რენდერის პირველივე შეხედვისას თქვენ მაშინვე შესაძლოა Airpods-იც გაგახსენდეთ, თუმცა არც ეგაა გასაკვირი, რადგან როგორც ხედავთ მათ შორის არც თუ ისე დიდი სხვაობაა. რაც შეეხება ყურსასმენების დეტალებს თუ რა სახელი ერქმევა მათ ან რა მონაცემების იქნება ამ დრომდე უცნობია.


გააზიარე

დაბრუნება Posts