კომპანია Google-მა ე.წ ჭკვიანი სადენი შექმნა

დაბრუნება Posts

კომპანია Google-მა ე.წ ჭკვიანი სადენი შექმნა


კომპანია Google-ი უკვე მრავალი წელია რაც ინოვაციურ პროდუქტებს გვთავაზობს დაწყებული ჭკვიანი სათვალით, დასრულებული ჭკვიანი დინამიკებით. ახლა კი კომპანიამ ახალი ინოვაცია შექმნა. როგორც ისინი ირწმუნებიან მათ შექმნეს სადენი, რომელიც მასზე წნეხის განხორციელებით სხვადასხვა ფუნქციების შესრულებაა შესაძლებელი.

კომპანიის განცხადებით აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ტანსაცმელის ზოგიერთ ნაწილზე, ასევე ნებისმიერი სახის კაბელზეც. შეგახსნებთ, რომ მას შეუძლია 360 გრადუსიანი ხილვადობა, შესაბამისად ის აღიქვავს კაბელის ნებისმიერ ადგილას დაჭერის წნეხს. მისი დახმარებით კი თქვენ შეძლებთ როგორც მუსიკის დაპაუზებას, გადართვას ანდაც უბრალოდ Google Assistant-ის გამოძახებას.


გააზიარე

დაბრუნება Posts