კომპანია Apple-მა ახალი 13 ინჩიანი Macbook Pro წარმოადგინა!

დაბრუნება Posts

კომპანია Apple-მა ახალი 13 ინჩიანი Macbook Pro წარმოადგინა!


დიდი ხნის შემდგომ, კომპანია Apple-მა ახალი კომპაქტური ზომის Macbook Pro წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში Apple-მა ახალი თაობის 16 ინჩიანი Macbook Pro წარმოგვიდგინა. 6 თვის შემდეგ კი უკვე კომპაქტური 13 ინჩიანი ვერსიაც ჩაეშვა გაყიდვაში.

Here's how Apple's new 13-inch MacBook Pro stacks up against the ...

ახალი Macbook Pro-ს საბაზისო მოდელი აღჭურვილი იქნება: 256GB შიდა მეხსიერებით, მერვე თაობის Intel Core i5-ის პროცესორითა და 8GB  LPDDR3-ის ოპერატიული მეხსირებით. ხოლო ყველაზე ძვირიან მოდელში კი შევხვდებით: მეათე თაობის Intel Core i5-ის პროცესორს, 1 ტერებაიტიანი შიდა და 16GB ოპერატიული მეხსიერებას.

Apple updates 13-inch MacBook Pro with Magic Keyboard, double the ...

აღსანიშნავია, ისიც რომ სტანდარტული ვერსია აღჭურვილია ასევე: Intel Iris Plus Graphics 645-ის ვიდეო ბარათით, Touch Bar-ითა და Touch ID. ხაზგასასმელია ისიც, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ყველაზე კომპაქტური ვერსია თავდაპირველად 14 ინჩის ზომის იქნებოდა და მისი ჩარჩოები იგივე ზომის იქნებოდა როგორიც დღეს 16 ინჩიან მოდელზე გვხვდება მაგრამ სამწუხაროდ ასე არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ფასებს, ახალი 13 ინჩიანი Macbook Pro ჯამში გამოვა ოთხ ვერსიაში, სადაც მათი ფასები $1,299.00-იდან $1,999.00-მდე იქნება განსაზღვრული.

Apple updates 13-inch MacBook Pro with Magic Keyboard, double the ...

გააზიარე

დაბრუნება Posts