ექსკლუზივი: Galaxy Note20-ს ექნება უფრო დიდი თითის ულტრაბგერითი სკანერი ვიდრე ეს აქამდე იყო

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Galaxy Note20-ს ექნება უფრო დიდი თითის ულტრაბგერითი სკანერი ვიდრე ეს აქამდე იყო


Ross Young-მა ერთ-ერთი ეკრანების მწარმოებელმა კომპანიის დირექტორმა ინტერნეტ შოუში განაცხადა, რომ Galaxy Note20-ის სერიის სმარტფონებს ექნებათ 17-ჯერ უფრო დიდი ზომის თითის ულტრაბგერითი სკანერი, უკანასკნელის დახმარებით კი ამიერიდან თქვენ შეგეძლებათ ერთდროულად ორი თითის ანაბეჭდი დაასკანიროთ თქვენს სმარტფონზე.

How to improve the fingerprint reader speed of your Samsung Galaxy ...

აქვე შეგახსენებთ, რომ Qualcomm-ის მიერ დამზადებული ტექნოლოგიის პირველი დებიუტი კომპანია Samsung-მა Galaxy S10 სერიის სმარტფონებში წარმოგვიდგინა. Youg-ის თქმით Galaxy Note20 სერია აღჭურვილი იქნება 16GB ოპერატიული მეხსიერებით და დაახ. 4,000mAh-იდან 5,000mAh-მდე ბატარეის მოცულობით .

მან ასევე განაცხადა, რომ სხვა ტექნოლოგიური კომპანიები გაითვალისწინებენ შესთავაზონ მომხმარებლებს დასაკეცი სმარტფონები ხელმისაწვდომ ფასად როგორც ეს Galaxy Z Flip-ზე ვიხილეთ, მისივე თქმით აღნიშნული ქმედებით დაინტერესებულია Huawei-იც, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს შექმნას დრეკადი ეკრანი ულტრა თხელი მინის ზედაპირით.

რაც შეეხება Galaxy Note20-ის და Galaxy Fold 2-ის გამოსვლის თარიღს, წინასწარი ინფორმაციებით მათი პრეზენტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში მოხდება.


გააზიარე

დაბრუნება Posts