ექსკლუზივი: Galaxy Note20+ აღჭურვილი იქნება 2K რეზოლუციის 120Hz-იანი ეკრანით!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Galaxy Note20+ აღჭურვილი იქნება 2K რეზოლუციის 120Hz-იანი ეკრანით!


რამდენიმე წუთის წინ, ერთ-ერთი ეკრანების მწარმოებელმა კომპანიის დირექტორმა სოციალურ ქსელ Twitter-ში Galaxy Note20-ის და Note20+ -ის ახალი დეტალები გაგვიმხილა!

კერძოდ კი მისივე ინფორმაციით, Galaxy Note20+ მოირგებს 19.3:9 ფორმატის 6,87 ინჩიან ეკრანს, რომლის გაფართოებაც 3096 x 1444-ზე იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ Galaxy S-სერიისგან განსხვავებით Note20+ -ზე ნებისმიერ რეზოლუციის დაყენებისას თქვენ შეძლებთ პარამეტრებში აირჩიოთ 120Hz.

რაც შეეხება Galaxy Note20-ს, მის შემადგენლობაში შევა 6,42 ინჩიანი Full HD+ -ის ეკრანი, რომელიც აღჭურვილი იქნება 120Hz-ისანი განახლების სიხშირით. უკანასკნელის დაყენება კი Note20+ -ის მსგავსად ნებისმიერ რეზოლუციაზე იქნება შესაძლებელი. ინსაიდერების ცნობით, კი Samsung-ის გადაწყვეტილება ეკრანების დამზადებასთან დაკავშირებით იქნება საუკეთესო და შესაბამისად Galaxy Note20+ -ს აქცევს წლის საუკეთესო სმარტფონად.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კომპანია Samsung-მა Galaxy S20 სერიაზე გარკვეულწილად დიდი უკმაყოფილება მიიღო მომხმარებლებისგან, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი 120Hz-იანი სიხშირე არ იყო 2K რეზოლუციაზე მხარდაჭერილი მაშინ, როდესაც კონკურენტი ბრენდები ამას თავისუფლად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გვთავაზობდენე.


გააზიარე

დაბრუნება Posts