2020 წლის საუკეთესო გეიმინგ კლავიატურები!

დაბრუნება Posts

2020 წლის საუკეთესო გეიმინგ კლავიატურები!


საუკეთესო სათამაშო კლავიატურის ფლობა შეიძლება ფუფუნება ჩანდეს ზოგიერთი მომხმარებლებისათვის. მაგრამ, რადგან ეს არის კომპიუტერთან ურთიერთობის ერთ – ერთი მთავარი მოწყობილობაა, დიდი მნიშვნელობა აქვს მის შერჩევასთან. როგორც მოგეხსენებათ იგი უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული ადმიანების თითებთან, ასევე უნდა ასრულებდეს სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას სხვადასხვა ბრძანებების შესასრულებლად. განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას აღნიშნული ნივთის შესაძენად გეიმერები ანიჭებენ. ვინაიდან, მთავარი მოწყობილობა, რომელსაც უდიდეს ფუნქცია უკავია თამაშის დროს ეს კლავიატურაა. შესაბამისად Review.ge გთავაზობთ 2020 წლის იმ საუკეთესო კლავიატურათა ჩამონათვალს, რომელიც არაჩვეულებრივ დროს გაგატარებინებთ თქვენ საყვარელ კომპიუტერთან.

ASUS ROG STRIX FLARE Wired

ASUS ROG Strix Flare Wired Gaming Mechanical CHERRY MX Speed ...

ASUS ROG STRIX FLARE Wired არის კლავიატურა, რომელიც ფართო ასორტიმენტით გამორჩევა. მას აქვს ასევე დახვეწილი კლავიშების განლაგებაც, რომელიც დაგეხმარებათ თამაშის დროს სწრაფ რეაგრებაში. აღსანიშნავია, რომ კლავიატურის რამდენიმე კლავიში ბევრ სხვა ფუნქციასაც ითავსებს მიუხედავათ მისი ფუნქციონირებისა. კლავიატურას ასევე გააჩნია LED განათებაც, რომლის დარეგულირება და კონტროლი თქვენ მიერ ხდება.

კლავიატურის შეძენა შეგიძლიათ აღნიშნულ ბუმლზე.

Logitech Gaming Keyboard G213 Prodigy 

Logitech G213 Prodigy RGB – Esportstore

როგორც იცით, კომპანია Logitech- ი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და საკმაოდ მისაღები ფასით. გამონაკლისი არც აღნიშნული კლავიატურა მიეკუთვნება, იგი საუკეთესოა როგორც სტანდარტული გეიმერისთვის ასევე ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც, ვინაიდან იგი გამორჩევა კარგი სიმბოლოების ბეჭდითა და კარგი ანაწყობის ხარისხით რაც ნიშნავს იმას, რომ მისი დიდი ხნის გამოყენების შემდეგომ არათუ წაიშლება კლავიშებზე არსებული დაბეჭდილი სიმბოლოები, რომელსაც დაბალ ფასიან კლავიატურაზე ვხვდებით ხოლმე, არამედ იგი კვლავ ახლებურად იქნება მისი საუკეთესო დამზადების ტექნოლოგიის მეშვეობით.

კლავიატურის შეძენა შეგიძლიათ აღნიშნულ ბუმლზე.

Corsair Strafe RGB Cherry MX Silent

Corsair Strafe RGB MK.2 MX Silent Mechnical Keyboard Review | eTeknix

როდესაც გსურთ საუკეთესო კლავიატურის შერჩევა თქვენ არაერთი დილემის გადალხვა გიწევთ, ვინაიდან შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო დიზაინის და ფუქნციონირების მქონე კლავიატურა არც თუ ისე ადვილია. Corsair Strafe RGB Cherry MX Silent კი გამოირჩევა საუკეთესო დიზაინის მქონე კლავიატურად, იგი გამოირჩევა ასევე კარგი კომფორტითაც. ვიანიადან, უზარმაზარი სიდიდის გამო მისი გამოყენება ძალზე მარტივია. მართალია, ის გარკვეულწილათ მაღალი ფასით გამოირჩევა, თუმცა ის ამად ღირს რადგან, იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო კლავიატურადაა აღაიარებული.

კლავიატურის შეძენა შეგიძლიათ აღნიშნულ ბუმლზე.

Razer BlackWidow Chroma V2

Mechanical Gaming Keyboard - Razer BlackWidow Chroma V2

აღნიშნული ბრენდის გაგონებაზე თქვენ ალბათ საუკეთესო გეიმინგ მოწყობილობები გახსენდებათ, გამონაკლისი არც აღნიშნული კალვიატურა წარმოადგენს. როგორც ფოტოზე ხედავთ მას გააჩნია არაჩვეულებრივი RGB განათება. მას ასევე გააჩნია არჩვეულებრივი ფუნქციონალიზმი და ერგონომიული დიზაინი. ქვედა კიდეზე კი იგი აღჭურვილია მაჯის დასადები რბილი ქსოვილით,რომელიც დაგეხმარებათ გაატაროთ საუკეთესო დრო თქვენს საყვარელ ონლაინ თამაშებთან.

კლავიატურის შეძენა შეგიძლიათ აღნიშნულ ბუმლზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts