რომელი მოწყობილობები დაგეხმარებათ სახლიდან მუშაობის დროს?

დაბრუნება Posts

რომელი მოწყობილობები დაგეხმარებათ სახლიდან მუშაობის დროს?


შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ სამყაროში ერთადერთი ხართ, რომელიც აღნიშნულ სიტუაციას ემსხვერპლა. თუმცა, თქვენ მარტო არ ხართ, თქვენს მსგავსად მსოფლიოს ნახევარზე მეტია და საერთოდაც ზუსტად, რომ ვთქვათ მთელი პლანეტა ამ დროისთვის სრულ თვითიზოლაციაშია. ამიტომ დღეს Review.ge-იმ სპეციალურად თქვენთვის შექმნა იმ ტექნიკის სია, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ სახლიდან მუშაობის დროს, ან უბრალოდ ონლაინ ლექციის ანდაც გაკვეთილის ჩასატარებლად.

მონიტორი

C24RG50FQI | LC24RG50FQIXCI | RU

მონიტორი არის ის ნივთი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ სახლიდან მუშაობის დროს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ მოდელს – Samsung LC24RG იგი აღჭურვილია 23.5 ინჩიანი FHD ეკრანით, რომელსაც 144Hz-ის მხარდაჭერა აქვს. უკანასკნელი კი მაქსიმალურად დაგეხმარებათ გრძელი მუშაობის დროს რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოთ თავი და არ იგრძნოთ გამაღიზიანებელი ტკივილი თვალების არეში. აღნიშნულ მოდელს ასევე გააჩნია 178º ხედვის კუთხე, რაც ოპტიმალურია სრული დეტალების აღსაქმელად.

კლავიატურა

Клавиатура Canyon CNS-HKB5 Black USB — купить по выгодной цене на ...

სახლიდან მუშაობის დროს ერთ-ერთ საჭირო ნივთი კლავიატურაა, ვინაიდან მუშაობის დრო თქვენ არაერთი წინადადების თუ სიტყვების აკრეფა გიწევთ მითუმეტეს თუ თქვენ პერსონალურ კომპიუტერს ფლობთ. ამიტომ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად შეგვიძილია წარმოგიდგინოთ დახვეწილი დიზაინის მქონე Canyon-ის კლავიატურა, რომელიც მაქსიმალურადაა ოპტიმიზირებული საოფისე პროგრამებისათვის. ასევე იგი გამოირჩევა საკმაო კომფორტულობით, ვინაიდან მისი კლავიშები მარტივად გრძნობს მცირე წნეხსაც კი.

მაუსი

Genius rechargeable wireless ECO mouse with metallic paint and ...

ზოგიერთი შესაძლოა უპირატესობას Trackpads ანიჭებს, თუმცა მომხმარებლეთა უმრავლების აზრით ყველაზე გამოსადეგი და მრავალ ფუნქციურს მაინც მაუს ასახელებენ. აშკარაა, რომ თუნდაც ლეპტოპის trackpad-ს უამრვი უარყოფითი მხარეები აქვს. დავიწყოთ იმით, რომ მასზე მუშაობა დამღლელია ამავე დროს იგი ფუნქციონირების მხრივ ნაკლებ ასორტიმენტს გვთავაზობს ვიდრე ჩვეულებრივი მაუსი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ კომპანია Genius-ის ერთ-ერთი საუკეთესო უსადენო მაუსი, რომელიც დახვეწილია როგოც დიზაინის მხრივ, ასევე მის მუშაობის ხანგრძლივობითაც.

დინამიკი

Портативная акустика Sony SRS-XB21B SRSXB21B.RU2 Black – купить в ...

სამუშაოს დასრულების შემდეგ მცირე განტვირთვა არავის აწყენს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კომპანია Sony-ს უსადენო დინამიკი. ამავე დროს იგი გამოგადგებათ როგორც სახლში, ზღვაზე დასვენების დროს, პიკნიკზე და ა.შ ვინაიდან, იგი აღჭურვილი საკმაოდ დიდი მოცულობის ბატარეით, რომლის მუშაობის დროც 720 წუთს შეადგენს, მას ასევე გააჩნია Bluetooth 4.2 ტექნოლოგია და 3.5მმ აუდიო ჯეკი.

ყურსასმენი

Sony WH-CH510 Headphones Review - Smartprix Bytes

ვიდეო ზარების განსახორციელებლათ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ყურსასმენები. მოცემულ სემენტში კი საუკეთესო ვარიანტად შეგვიძლია წარმოგიგდენოთ კომპანია Sony-ს ერთ-ერთი ბუჯეტური მოდელი, რომელიც გამოირჩევა საკმაოდ დაბალი ფასითა და საკმაოდ დიდი ფუნქციონალიზმით. კერძოდ კი მას გააჩნია 35სთ მოშაობის დრო 10მ რადიუსის მანძილზე. მას ასევე გააჩნია რბილი დამცავები, რომელიც მაქსმილურად შეგიქმნით კომფორტს, ასევე იგი გარკვეულწილად დაახშობს გარედან შემოსულ ხმასაც.


გააზიარე

დაბრუნება Posts