კომპანია HTC მალე ახალ ბიუჯეტურ სმარტფონს წარადგენს!

დაბრუნება Posts

კომპანია HTC მალე ახალ ბიუჯეტურ სმარტფონს წარადგენს!


დიდი პაუზის შემდგომ კომპანია HTC მორიგ ახალი ბიუჯეტურ სმარტფონს წარადგენს. ინსაიდერების განცხადებით, Desire 20 Pro-ს უკანა პანელი Xiaomi Mi 10-ს მსგავსი იქნება.

Novo celular intermediário HTC Desire 20 Pro aparece como rumor ...

წინასწარი ინფორმაციებით კი ახალი ბიუჯეტური სმარტფონი აღიჭურვება Snapdragon 665-ითა და 6GB ოპერატიული მეხსიერებით. ასევე ცნობილია, რომ მიუხედავათ მისი ბიუჯეტური კლასისა სმარტფონს კვლავ არ ექნება 3,5მმ აუდიო ჯეკი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის HTC-ის ბრენდის ქვეშ სმარტფონებს ერთ-ერთი ჩინური კომპანია უშვებს, თავად HTC-იმ კი სმარტფონების ბაზარზე უარი თქვა და მათივე განცხადებით ისინი დროს 5G ტექნოლოგიებისა და 3D რეალობის განვითარებაზე დახარჯავენ.


გააზიარე

დაბრუნება Posts