Xiaomi-ს ახალ სმარტფონს მალე 108 მეგაპიქსელის ზომის კამერა ექნება!

დაბრუნება Posts

Xiaomi-ს ახალ სმარტფონს მალე 108 მეგაპიქსელის ზომის კამერა ექნება!


ჩინური კომპანია Xiaomi მალე ახალ სმარტფონს წარადგენს, რომელსაც 108 მეგაპიქსელის ზომის კამერა ექნება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 108 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონი გასულ თვესაც წარადგინა, თუმცა Mi Mix Alpha ლიმიტირებული მოდელი იყო.

Mi CC9 აღჭურვილი იქნება ხუთი მთავარი კამერით, რომელთაგან ერთ-ერთს 5X ოპტიკური “ზუმის” მხარდაჭერა ექნება, სმარტფონი ასევე აღჭურვილი იქნება 30W სწრაფი დამუხტვის სისტემით.

რაც შეეხება სმარტფონის გამოსვლის თარიღს, Xiaomi Mi CC9 Pro-ს წარდგენა იგეგმება 5 ნოემბერს, Xiaomi-ს ოფიციალურ ღონისძიებაზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts