Xiaomi-ს ახალი ბიუჯეტური სმარტფონი – Redmi Note 8

დაბრუნება Posts

Xiaomi-ს ახალი ბიუჯეტური სმარტფონი – Redmi Note 8


ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ რამდენიმე დღის წინ, ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე ახალი ბიუჯეტური სმარტფონი – Redmi Note 8 წარმოადგინა.

მაშ ასე, სმარტფონის შემადგენლობაში შედის: 11 ნანომეტრიანი Qualcomm 665-ის ჩიფსეტი, 4/6 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 4000 მილიამპერიანი ბატარია. Redmi Note 8 წარმოდგენილი არის ასევე, 6.3 ინჩიანი 19.5:9 ფორმატისა და Full HD+ რეზოლუციის IPS ტიპის ეკრანით.

რაც შეეხება მის უკანა ნაწილს, აქ წარმოდგენილია ოთხი მთავარი კამერა: 48 მეგაპიქსელიანი სტანდარტული გადაღებისთვის, 5 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართე კადრების გადასაღებათ, 2 მეგაპიქსელიანი მაკრო ფოტოგრაფიისთვის და 2 მეგაპიქსელიანი კამერა სიღრმის ეფექტით. სელფის კამერად კი მოგვევლინა 13 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა. ამავდროულად მას დაემატა (18w) სწრაფის დამუხტვის ფუნქცია.

ასევე, მის შემადგენლობაშია: Android 9.0 ოპერაციული სისტემა, Type-C პორტი და Bluetooth 5.0 ტექნოლოგია.

სმარტფონის დეტალური მახასიათებლების და ფასის გასაგებად ეწვიეთ ვებ-გვერდ Onoff.ge-ის სადაც დეტალურად გაეცნობით მის ტექნიკურ მონაცემებს. ასევე ვებ გვერდი დაგეხმარებათ თუ სად შეიძინოთ სმარტფონი სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად.


გააზიარე

დაბრუნება Posts