Google Pixel 4 & 4 XL: საუკეთესო ფლაგმანური სმარტფონები?

დაბრუნება Posts

Google Pixel 4 & 4 XL: საუკეთესო ფლაგმანური სმარტფონები?


15 ოქტომბერს, კომპანია Google-მა ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე ორი ახალი სმარტფონი: Google Pixel 4 & 4 XL წარმოგვიდგინა!

მოდით დავიწყოთ ტექნიკური მახასიათებლებით, Pixel 4 XL აღჭურვილი არის 6.3 ინჩიანი, 2K + რეზოლუციის ეკრანით, Pixel 4-ს კი – 5.7 ინჩიანი, Full HD + ეკრანი აქვს. სმარტფონების ძირითადი ტექნიკური მონაცემები კი იდენტურია, მათ შემადგენლობაშია: Snapdragon 855-ის ჩიფსეტი, 6GB ოპერატიული, ხოლო 64/128GB შიდა მეხსიერება.

თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის ნაცვლად კი აღნიშნულ სმარტფონებს სახის ამოცნობის სისტემა გააჩნიათ. Google-ი განცხადებით, pixel 4 ბაზარზე სახის ანაბეჭდის ყველაზე სწრაფად ამომცნობი სმარტფონია. ისინი აღჭურვილია ასევე Project S-ის სისტემით, რომელიც ერთგვარი რადარია და სმარტფონის ზედა ნაწილშია განთავსებული. მისი საშუალებით ხორციელდება სახით განბლოკვა და Motion Sense, რომელიც ხელის მოძრაობებს აღიქვავს.


სიახლეებია ასევე კამერების მხრივ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს Google-მა ახალ სმარტფონები ორი მთავარი კამერით აღჭურვა. ახალ სმარტფონების ღამის ფოტოგრაფია უმაღლეს Level-ზეა მიღწეული კერძოდ კი დამატებულია “ასტროფოტოების” გადაღების რეჟიმი. უკანასკნელი კი საუკეთესო შედეგს იძლევა ღამის ფოტოგრაფიაში. სმარტფონით შესაძლებელია ასევე რეალურ დროში HDR+ რეჟიმში გადაღება. მას ასევე დაემატა Dual Exposure, ფოტოს გადაღების პროცესში, განათებისა და ჩრდილების გასწორების საშუალება.

Google-მა წარმოგვიდგინა ასევე ყველაზე ჭკვიანია Voice Recorder აპლიკაცია, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით საუბარი რეალურ დროში ტექსტად გარდაიქმნება მოძებნა კი საძიებო ველში, საუბრისას წარმოთქმული კონკრეტული სიტყვების, ჩაწერის გზით შეგეძლებათ.

Google-ის ახალი სმარტფონები გაყიდვაში 24 ოქტომბრიდან ჩაეშვება. Pixel 4-ის ფასი $799-დან დაიწყება, Pixel 4 XL-ის შეძენა  $899-დან იქნება შესაძლებელი. 


გააზიარე

დაბრუნება Posts