Google-ის სათამაშო პლატფორმის STADIA-ს გამოსვლის დრო უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

Google-ის სათამაშო პლატფორმის STADIA-ს გამოსვლის დრო უკვე ცნობილია!


Google-ის ახალი სათამაშო პლატფორმა Stadia 19 ნოემბერს გახდება ხელმისაწვდომი! – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 15 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ Stadia-ს დახმარებით თამაში სხვადასხვა პლატფორმებიდან იქნება შესაძლებელი – პერსონალური კომპიუტერებიდან, სმარტფონებიდან, პლანშეტებიდან და ტელევიზორებიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ თამაშზე გადასვლას მომხმარებელი YouTube-დან შეძლებს მაგალითად, Trailer-ის ნახვის შემდეგ გრაფაზე „play now“ ხელის დაჭერით. ასევე შეგეძლებათ შეუერთდეთ თქვენს საყვარელ Gamer-ებს თუ Youtube-ერებს. თამაში გადაღებული ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში ატვირთვას კი სულ რაღაც რამდენიმე წუთი დასჭირდება.

რაც შეეხება Stadia-ს ფასს, საწყისი პაკეტი 129 დოლარი ეღირება, რომელშიც შედის მუქი ლურჯი სათამაშო ჯოისტიკი, სტრიმინგ მოწყობილობა Chromecast Ultra TV და Stadia Pro-ს სამთვიანი სერვისი.


გააზიარე

დაბრუნება Posts