ამიერიდან iTunes-ის Desktop ვერსია სამ ნაწილად გაიყოფა

დაბრუნება Posts

ამიერიდან iTunes-ის Desktop ვერსია სამ ნაწილად გაიყოფა


კომპანია Apple-ის Desktop ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია – macOS 10.15 Catalina უკვე ხელმისაწვდომია.

ამიერიდან Apple უარს ამბობს iTunes პროგრამაზე, რომელიც 2001 წლიდან ძალზედ პოპულარული იყო. ახალი ვერსიით Apple-მა iTunes-ის აპლიკაციის ვერსია 3 განსხვავებული სქემით დაჰყო: მუსიკა, TV-ი და პოდკასტები.

კიდევ ერთ სიახლეს ახალ ვერსიაში თამაშების სერვისის მხარდამჭერი Apple Arcade წარმოადგენს. ასევე გეტყვით, რომ 2019 წლის აპრილში Apple-მა თავის ვებგვერდზე პოდკასტების მოსმენა გახადა შესაძლებელი.


გააზიარე

დაბრუნება Posts