Google Maps-მა პოლიციას 22 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ნეშტი აპოვნინა!

დაბრუნება Posts

Google Maps-მა პოლიციას 22 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ნეშტი აპოვნინა!


ფლორიდაში 22 წლის წინ გაუჩინარებული ადგილობრივი მცხოვრების William Moldt-ის ნეშტი აღმოაჩინეს!

საქმე იმაშია, რომ მოლდტის მანქანა Google Maps-ის ფოტოებზე შენიშნეს. ავტომანქანა ერთ-ერთი სახლის მახლობლად ტბაში იყო ჩაძირული. სახლის მფლობელმა კი პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცველებმა კი ავტომანქანაში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.რამოდენიმე დღეში კი გაირკვა, რომ დაღუპული უილიამ მოლდტია. შეგახსენებეთ, რომ 40 წლის მოლდტი 1997 წლის 7 ნოემბერს, წვეულების შემდეგ გაუჩინარდა. აშშ-ს პოლიციის განცხადებით, მოლდტმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტბაში გადავარდა.

გააზიარე

დაბრუნება Posts