Facebook-ი ვირტუალურ სამყაროს ქმნის!

დაბრუნება Posts

Facebook-ი ვირტუალურ სამყაროს ქმნის!


კომპანია Facebook-ი ვირტუალური სამყარო Horizon-ის შექმნას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოთამაშეები ვირტუალური ავატარების შექმნას და სხვადასხვა მონაკვეთებს შორის სპეციალური პორტალებით გადაადგილებას შეძლებენ.

Facebook-ი ყურადღებას ამახვილებს, რომ Horizon-ში ახალი ობიექტების შესაქმნელად მომხმარებელს პროგრამირების სწავლა არ დასჭირდება. ყველაფრის გაკეთება ვიზუალურ რედაქტორებში იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება მის გამოსვლის თარიღს Horizon-ის დახურული ბეტა ტესტირება 2020 წელს დაიწყება.


გააზიარე

დაბრუნება Posts