Nokia 7 Plus – საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი ისტორიაში?

დაბრუნება Posts

Nokia 7 Plus – საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი ისტორიაში?


ჯერ კიდევ გასულ წელს მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე Nokia-მ უკვე წარადგინა ახალი Nokia 6, რომელიც საშუალო-ბიუჯეტურ კლასზე $250 საფასო ნიშნულათაა, თუმცა როგორც ჩანს კომპანიას კონკურენტებთან შებრძოლება ასევე $350-400 we საშუალო კლასის კატეგორიაშიც სურს Nokia 7 Plus-ით.

nokia 7 plus-ის სურათის შედეგი

Nokia 7 Plus არის კომპანიის ჩინეთში გამოშვებული Nokia 7-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც ამჯერად გლობალურ ბაზარზე პოზიციონირდება. მას ჩვენთვის უკვე ჩვეული დიზაინი გააჩნია, რასაც Nokia-სგან მოველით, თუმცა კომპანიისთვის ეს პირველი მცდელობაა ტრენდულ 18:9 ასპეკტურ ფარდობაზე, რაც სწორედ აღნიშნულ სმარტფონში გამოიყენება. წინა მხარეს მას 6 ინჩიანი Full HD+ რეზოლუციის IPS ეკრანი აქვს, 18:9 ფარდობითა და მომრგვალებული კუთხეებით. Nokia-ს ლოგო რომ არა, ერთი შეხედვით წინა მხარე Google-ის Pixel 2XL-ს გვაგონებს ესთეტიურად, სუფთა Android-ის წყალობით კი უკვე ძალიან ბევრმა სმარტფონს Pixel 2XL-ის ბიუჯეტური ალტერნატივა შეარქვა და არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ.

nokia 7 plus-ის სურათის შედეგი

სმარტფონი Qualcomm-ის Snapdragon 660 პლატფორმაზე მუშაობს, რომელიც თავისი სიმძლავრითა და ენერგო-ეფექტურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით სიმძლავრით, რადგან Qualcomm-ისთვის ეს საშუალო კლასის პროცესორია, რომელიც ძალიან ახლოა წინა წლის ფლაგმანური პროცესორების, კერძოდ კი Snapdragon 820/821-ის წარმადობასთან.

კამერას Nokia-მ საშუალო კლასშიც ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია. ამჯერად აქ Zeiss-თან შემუშავებული ოპტიკა გვხვდება, ისევე როგორც ახალ Nokia 6-ში, თუმცა ამჯერად აქ ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერაა, საიდანაც მთავარს F/1.75 დიაფრაგმა გააჩნია 1.4um პიქსელის ზომით ნათელი ფოტოებისთვის დაბალი განათების პირობებში, მეორე კამერა კი F/2.6 დიაფრაგმითაა აღჭურვილი და 1.0um პიქსელის ზომით, რომელიც პორტრეტული ფოტოებისთვის გამოიყენება და ორმაგი ოპტიკური მიახლოებისთვის. სელფებისთვის Nokia 7 Plus აღჭურვილია 16 მეგაპიქსელიანი სენსორით, რომელსაც F/2.0 დიაფრაგმა აქვს და 1.0um პიქსელის ზომა, ისიც Zeiss-თან ერთადაა შემუშავებული. არის აგრეთვე კომპანიის OZO Audio, რომელიც 3 მიკროფონს იყენებს ხმის ჩასაწერად.

Nokia 7 Plus-ის დეტალური მახასიათებლების და ფასის გასაგებათ ეწვიეთ ვებ-გვერდ Onoff.ge-ის სადაც დეტალურად გაეცნობით მის ტექნიკურ მონაცემებს. ასევე ვებ-გვერდი დაგეხმარებათ თუ სად შეიძინოთ სმარტფონი სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად.


გააზიარე

დაბრუნება Posts