Model 3-ის ერთ-ერთმა მფლობელმა ელექტრომობილის გასაღების ჩიპი იმპლანტით ხელში ჩაისვა!
მოდით დავიწყით იქედან, რომ Tesla-ს Model 3 ტრადიციული გასაღებით არ არის აღჭურვილი – მისი გაღება მობილური აპლიკაციით, დისტანციური პულტით ან სპეციალური ბარათითაა შესაძლებელი. ელექტრომობილის ერთ-ერთმა მფლობელმა, YouTube-ერმა Amie DD-მ მანქანის “მარტივად გასაღებად” მისი გასაღები ბარათის მიკროჩიპი იმპლანტის სახით ხელში ჩაისვა.
პროფესიით პროგრამისტი Amie DD აცხადებს, რომ წლების წინ მან სახლის გასაღები ჩიპის იმპლანტიც ჩაისვა მკლავში, Tesla-ს ელექტრომობილის შეძენის დროს კი გააანალიზა, რომ მსგავსი მეთოდი მანქანის გასაღებადაც იმუშავებდა. ამისათვის მან გასაღები ბარათი აცეტონის გამოყენებით დაშალა, მისგან ამოღებული ჩიპი კი იმპლანტაციამდე ბიოპოლიმერში შეფუთა.