წლის საუკეთესო სმარტფონი უკვე დასახელდა!

დაბრუნება Posts

წლის საუკეთესო სმარტფონი უკვე დასახელდა!


ევროპულმა კომპანიამ Expert Imaging and Sound Association-მა 2019 წლის საუკეთესო სმარტფონები დაასახელეს!

აღნიშნული კომპანიის განცხადებით, წლის საუკეთესო სმარტფონად Huawei P30 Pro დასახელდა. მათი აზრით, ხუთმაგი ოპტიკური ზუმის საშუალებით კომპანიამ მობილური ფოტოგრაფიის სფეროში გარღვევა მოახდინა. ამასთან ერთად, EISA-ს ექსპერტებმა Huawei P30 Pro-ს შემქმნელები 512-გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათების მხარდაჭერის გამო შეაქეს.

რაც შეეხება ყველაზე თანამედროვე სმარტფონს აღნიშნულ კატეგორიაში ტიტული  OnePlus 7 Pro-ს ერგო, რომელსაც აქვს მძლავრი პროცესორი, 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და ეკრანი, რომელსაც ფრონტალური პანელის 88% უკავია. ყველაზე გაყიდვად სმარტფონად კი Xiaomi Redmi Note 7 დასახელდა.


გააზიარე

დაბრუნება Posts