TikTok-ის მფლობელი კომპანია მალე სმარტფონს გამოუშვებს!

დაბრუნება Posts

TikTok-ის მფლობელი კომპანია მალე სმარტფონს გამოუშვებს!


ცნობილი გასართობი აპლიკაციის TikTok-ის მფლობელმა კომპანიამ სმარტფონების შექმნა დააანონსა.

tik tok logo-ის სურათის შედეგი

ჩინური ფინანსური ჟურნალის Caijing-ის ინფორმაციით, კომპანია ByteDance-ი ახალი სმარტფონის შექმნაზე უკვე მეშვიდე თვეა მუშაობს, რაც შეეხება გამოსვლის თარიღს ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ TikTok-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური მედიის აპლიკაციაა, მას 500 მილიონი რეგულარული მომხმარებელი ჰყავს.

ასევე გეტყვით, რომ გარდა TikTok-ისა, ByteDance-ი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ და საინფორმაციო აპლიკაციებსაც ფლობს, მათ შორისაა Lark-ი, Flipchat-ი და Toutiao.


გააზიარე

დაბრუნება Posts