Instagram-ის მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია!

დაბრუნება Posts

Instagram-ის მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია!


Instagram-მა მის პლატფორმაზე Like-ების რაოდენობის დამალვის ფუნქციის გამოცდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იაპონიასა და ავსტრალიაში დაიწყო. სიახლის მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ არჩევანი, პლატფორმა აქციონ ფოტოალბომად, სადაც აქცენტი მოწონებების რაოდენობის მაგივრად განთავსებული კონტენტის შინაარსზე გაკეთდება.

Image result for instagram likes hidden

შეგახსნებთ, რომ ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, ფოტოსა თუ ვიდეოზე მოწონებების რაოდენობის ნახვას მხოლოდ პოსტის ავტორი შეძლებს. ამ დრომდე Instagram-ის პოსტის მოწონებების რაოდენობა პოსტზე წვდომის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის იყო ხილვადი.

Instagram-ის ინფორამციით, მოწონებების რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ადამიანის თვითშეფასებაზე და არასრულფასოვნების შეგრძნება გაუჩინოს მათ.


გააზიარე

დაბრუნება Posts