Elon Musk-ის კომპანია Neuralink-ი აპირებს ჩიპის შექმნას, რომლის დახმარებით მობილურის გონებით მართვას შეძლებთ

დაბრუნება Posts

Elon Musk-ის კომპანია Neuralink-ი აპირებს ჩიპის შექმნას, რომლის დახმარებით მობილურის გონებით მართვას შეძლებთ


კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე Elon Musk-ის კომპანია Neuralink-მა საზოგადოებას მისი სამომავლო გეგმები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი მცირე მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები სმარტფონის მართვას ხელის გარეშე, თავის ტვინის დახმარებით შეძლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე პატარა ზომის პროცესორების შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობის ადგილი კი თმის ღერი იქნება, სადაც წვრილი ძაფებით ექნება მიმაგრებული, რომლებიც ადამიანის თავის ქალას დაუკავშირდება. 

Image result for Neuralink

მოწყობილობის სახელი კი Link-ი იქნება, რომელიც ადამიანებს ყურის უკან დაუმაგრდებათ და მისი საშუალებით iPhone-ის კურსორსა და კლავიატურას გონებით მართავენ.  

Neuralink-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოწყობილობა შეზღუდულ ადამიანებსაც დაეხმარება. ჯერჯერობით კი უცნობია, როდის იქცევა აღნიშნული იდეა რეალობათ.


გააზიარე

დაბრუნება Posts