Apple-მა iPhone-ის ახალი ემოჯები წარადგინა

დაბრუნება Posts

Apple-მა iPhone-ის ახალი ემოჯები წარადგინა


Emoji-ს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 ივლისს აღინიშნება, Apple-მა ახალი ემოჯები დააანონსა და რამდენიმე უკვე გამოუშვა, მათ შორის ეტლით მოსარგებლე, სმენადაქვეითებული და ხელჯოხით მოსიარულე.

Image result for new apple emojis

კომპანიის მიზანია უფრო უკეთ წარმოადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ემოჯების ახალი დიზაინი გასული წლის შემოდგომას შემუშავდა, მომხმარებლებს კი მათი გამოყენება ამ წლის ბოლომდე შეეძლებათ. 

ახალ ემოჯებს შორის ასევე არის კანის ფერის ვარიაციები და სხვადასხვა ცხოველები და საკვები: ფლამინგო, მაიმუნი, ვაფლი და ა.შ. 

კომპანიის განცხადებით 20-მდე ემოჯი ახლა განახლდება, კიდევ უფრო მეტი კი გვიან შემოდგომაზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts