ამიერიდან ხმოვანი ასისტენტი Alexa ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს მოგცემთ

დაბრუნება Posts

ამიერიდან ხმოვანი ასისტენტი Alexa ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს მოგცემთ


Amazon-ის ხმოვან ასისტენტ Alexa-ს მომხმარებლებისთვის უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემაც შეუძლია. ხმოვან ასისტენტს ახალი ფუნქცია ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაემატა. ფუნქციით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით არის შესაძლებელი.

Image result for alexa

Alexa მომხმარებლების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხს ავტომატურად ეძებს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის ვებგვერდზე, რომელზეც სანდო სამედიცინო ინფორმაციაა თავმოყრილი. ამ დროისთვის ხმოვანი ასისტენტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს სხვადასხვა საიტებზე მოცემული პოპულარული რჩევების საფუძველზე პასუხობდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ ამ გზით, ერთი მხრივ, ექიმების მიმართ გაზრდილ მიმართვიანობას გარკვეულწილად დაარეგულირებენ, მეორე მხრივ კი სანდო ინფორმაციას მიაწოდებენ მათ, ვისაც კონკრეტულ მომენტში ამა თუ იმ მიზეზის გამო სამედიცინო სერვისებზე წვდომა არ აქვთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts