ამერიკელმა სენატორმა FBI-ს რუსული აპლიკაცია FaceApp-ის შემოწმება დაავალა!

დაბრუნება Posts

ამერიკელმა სენატორმა FBI-ს რუსული აპლიკაცია FaceApp-ის შემოწმება დაავალა!


აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა Chuck Schumer-მა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBI) და ფედერალურ სავაჭრო კომისიას (FTC) რუსული აპლიკაციის FaceApp-ის შემოწმება სთხოვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ FaceApp-ი არის აპლიკაცია, რომელიც იძლევა ფოტოს რედაქტირების შესაძლებლობას, რათა მომხმარებელი გამოჩნდეს უფრო ასაკოვანი ან ახალგაზრდა. 

სენატორმა  გამოქვეყნებულ წერილში შემაშფოთებელი უწოდა ფაქტს, რადგანაც მილიონობით ამერიკელის პირადი მონაცემები შესაძლოა აღმოჩნდეს “მტრული უცხო ძალის” ხელში. შეგახსენებთ, რომ კომპანია Wireless Lab-ი, რომელმაც აპლიკაცია FaceApp-ი შეიმუშავა, სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს. 


გააზიარე

დაბრუნება Posts