რას უნდა ველოდოთ WWDC 2019-ზე!

დაბრუნება Posts

რას უნდა ველოდოთ WWDC 2019-ზე!


2019 წლის 3-დან 7 ივნისამდე პერიოდში Apple-ი გეგმავს WWDC-ს (Apple Worldwide Developers Conference) ჩატარებას კალიფორნიაში, სადაც წარადგენს ახალ მოწყობილობებს და სიახლეებს პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ.

ძირითადი სიახლე რასაც ყველა ელოდება ეს არის ახალი iOS 13, macOS 10.15, tvOS 13, და watchOS 6.

IOS 13

iOS-ის მე-13 ვერსია გვპირდება ბევრ ახალ ფუნქციას და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს – Dark Mode-ს, ანუ ღამის რეჟიმს, სადაც ეკრანზე განთავსებული ინფორმაცია ძირითადად შავ ფერებში იქნება მოცემული. ეს ბევრად ამარტივებს ბნელ პირობებში სმარტფონის გამოყენებას და ასევე ზოგავს ელემენტის გამოყენებას.

სიახლეები iPad-საც შეეხება და დაემატება საკმაოდ მოსახერხებელი მულტითასქინგის ფუნქციები, როგორიცაა რამდენიმე ფანჯრის ერთდროულად გაშვება და გამოყენება.

macOS 10.15

macOS-ის ახალი ვერსია ძირითადად iPad-ის აპლიკაციების Mac-ზე გადმოტანაზე იქნება ფოკუსირებული. ამ ფუნქციის საწყისი ვარიანტი Apple-მა წინა წელს წარადგინა, თუმცა წლევანდელი ვერსია ბევრად ზრდის აპლიკაციების რაოდენობას და გადმოტანის სიმარტივეს.

watchOS 6

watchOS 6-ის ყველაზე დიდი სიახლე ის არის, რომ ახლა უკვე თავისი პირადი App Store ექნება, რომელშიც საათისთვის განკუთვნილი ყველა აპლიკაცია იქნება თავმოყრილი. შეგახსენებთ, რომ აქამდე აპლიკაციების მოძიება მხოლოდ საათის კომპანიონი აპლიკაციის შიგნით იყო შესაძლებელი.

ასევე დაემატება ახალი ციფერბლატები და ფუნქციები, რომლებიც განკუთვნილი იქნება აუდიოწიგნების მოსახერხებლად მოსმენისთვის, ელემენტის სიცოცხლის გაზრდისთვის და ა.შ.

tvOS 13

iOS-ის და macOS-სგან განსხვავებით, ტელევიზორებისთვის განკუთვნილი სისტემის tvOS 13-ის განახლების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით და კონფერენციას უნდა დაველოდოთ, რომ სიახლეები შევიტყოთ.

კონფერენციაზე მოსალოდნელია, რომ ახალი მოწყობილობებიც წარადგინონ, როგორიცაა: Mac Pro, ახალი ცალკემდგომი ეკრანი – external display და 16 ინჩიანი MacBook Pro.

კონფერენციის ნახვა შესაძლებელი იქნება ორშაბათს, 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts