Shazam-ი ამიერიდან მუსიკას ყურსასმენების დახმარებითაც ამოიცნობს

დაბრუნება Posts

Shazam-ი ამიერიდან მუსიკას ყურსასმენების დახმარებითაც ამოიცნობს


Apple-ის კუთვნილი აპლიკაცია Shazam-ი ამიერიდან ყურსასმენებით გაჟღერებულ მუსიკასაც ამოიცნობს. 

სიახლე ამ ეტაპზე მხოლოდ Android აპლიკაციის მფლობელთათვის დაემატა. უცნობია როდის ამოქმედდება მსგავსი ფუნქცია iOS პლატფორმის მომხმარებლისთვისაც. 

მუსიკის ამომცნობი აპლიკაცია Shazam-ი აქამდე მელოდიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოიცნობდა, თუ სმარტფონს ყურსასმენები არ ჰქონდა შეერთებული. ამ ფუნქციას აპლიკაციის მომხმარებლები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. 

შეგახსენებთ რომ Apple-მა Shazam-ი გასულ წელს $400 მილიონ დოლარად შეიძინა.


გააზიარე

დაბრუნება Posts