[ვიდეო] Google Pixel 3a განხილვა: საუკეთესო კამერაფონი $399-ად!
რამოდენიმე კვირის წინ Google-მა თავის მესამე თაობის Pixel სმარტფონებს ორი ახალი წევრი შემატა, რომლებიც იმავე ლეგენდარული კამერით, მაგრამ ამიერიდან დაბალი ფასით გამოირჩევიან. სულ რაღაც $399-დან მომხმარებელი კარგ დიზაინს, ეკრანს, წარმადობას და რაც მთავარია მკვლელ კამერას იღებს, რომელიც ნებისმიერ $1000 კატეგორიაში მყოფ სმარტფონის კამერასაც კი აჯობებს!
ამ ყველაფრის მიუხედავად მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, ამხელა ჩამოფასების კვალობაზე, რა კომპრომისებზე წავიდა Pixel 3a თავის უფროს ძმებთან შედარებით? მოდი, ერთად ვნახოთ!