Genius.com-ი Google-ს ადანაშაულებს!
სიმღერის ტექსტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარილი საიტი Genius-ი Google-ს ადანაშაულებს მათი კონტენტის პლაგიატში.
როგორც საიტი აცხადებს, როდესაც Google-ი რაიმე სიმღერის ტექსტს გვთავაზობს პირდაპირ ძიების რეზულტატებში, ეს არის Genius-დან დაკოპირებული ინფორმაცია და პირველად ამის შესახებ მათ Google-ს ჯერკიდევ 2017 წელს აცნობეს, და წელს განმეორებით აპრილში.
Genius-ის თქმით, მონაცემების პირდაპირი კოპირების კვალი მარტივი დასანახია რადგან მათ საიტზე განთავსბული ტექსტები შეიცავს აპოსტროფების სპეციალურ განლაგებას, რომლის მორსის კოდში გდაყვანის შემთხვევაში იკითხება ფრაზა: “red handed” ანუ “ფაქტზე წასწრება.” მათივე თქმით, 100-ზე მეტი მსგავსი ფაქტი აქვთ აღმოჩენილი.

Google-მა ოფიციალური განცხადება Twitter-ის მეშვეობით გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მათ მიერ განთავსებული ტექსტები არ გენერირდება საიტებიდან და არის ოფიციალური პარტინიორებისგან ლიცენზირებული.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ესე არ აღმოჩნდა Google-ი შეწყვეტს ამ პარტნიორებთან ურთიერთობას.