Facebook-ი თქვენი პირადი სმარტფონის მონიტორინგის სანაცვლოდ ფულს გადაგიხდით

დაბრუნება Posts

Facebook-ი თქვენი პირადი სმარტფონის მონიტორინგის სანაცვლოდ ფულს გადაგიხდით


Facebook-ი იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ ადამიანები სმარტფონებს, მომხმარებლებს ფულს გადაუხდის. 

facebook study-ის სურათის შედეგი

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ პროექტის განსახორციელებლად სპეციალური აპლიკაცია – Study შექმნა. პროგრამა მონიტორინგს გაუწევს იმას, თუ რომელ აპლიკაციებს იყენებენ მომხმარებლები, რა დროს ატარებენ ამ აპლიკაციებში და რომელ ქვეყანაში იმყოფებიან, ასევე მიიღებს სხვა დამატებით მონაცემებს. როგორც Facebook-ში აცხადებენ, Study მომხმარებლის მობილურში კონკრეტულ კონტენტს, მათ შორის შეტყობინებებსა და პაროლებს არ ნახავს.  

კვლევითი მიზნებისთვის შექმნილი აპლიკაცია რამდენიმე თვეში თავდაპირველად აშშ-სა და ინდოეთში გამოვა და მის გამოყენებას მხოლოდ 18 წელს გადაცილებული პირები შეძლებენ. Study მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს კი თანხას PayPal-ის ანგარიშზე ჩაერიცხებათ.


გააზიარე

დაბრუნება Posts