App Store Vs Play store – რომელი უფრო შემოსავლიანია დეველოპერებისთვის?

დაბრუნება Posts

App Store Vs Play store – რომელი უფრო შემოსავლიანია დეველოპერებისთვის?


საიტ sensortower-მა გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია App Store-სა და Play store-ზე ტოპ 100 დეველოპერის შემოსავლების შესახებ.

ამ ინფორმაციის მიხდვით, დეველოპერებმა 2019 წლის პირველ მეოთხედში App Store-ზე 84 მილიონი დოლარი, ხოლო Play store-ზე კი მხოლოდ 51 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს რაც 65%-ით ნაკლებია App Store-თან შედარებით.

App Store-ის ეს მონაცემები გასული წლის იგივე პერიოდს 9 მილიონი დოლარით აღემატება და იმის მიუხედავად, რომ იგივე დეველოპერებმა Play store-ზეც გაზარდეს მიღებული შემოსავალი, ის მაინც ვერ შეედრება App Store-ის მაჩვენებლებს.

ისტორიულად App Store ყოველთვის უსწრებდა Play store-ს შემოსავლებით იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი აპლიკაციების რაოდენობით მას საკმაოდ აღემატება.


გააზიარე

დაბრუნება Posts