27 წლიანი მუშაობის შემდეგ Apple-ის მთავარმა დიზაინერმა Jony Ive-მ კომპანია Apple-ი დატოვა!

დაბრუნება Posts

27 წლიანი მუშაობის შემდეგ Apple-ის მთავარმა დიზაინერმა Jony Ive-მ კომპანია Apple-ი დატოვა!


Jony Ive-ი Apple-ის მთავარი დიზაინერის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

Image result for jony ive

Ive-მ საკუთარი დიზაინერული სტუდიის შექმნა გადაწყვიტა. Apple-ი კი მისი ერთ-ერთი მთავარი კლიენტი იქნება, მის სტუდიის სახელი კი LoveFrom იქნება.

აქვე გეტყვით, რომ Jony Apple-ში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და მისი დიზაინითაა შექმნილი ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: iPod, iPhone, iMac, Apple Store და ა.შ უნდა ითქვას ისიც, რომ მან მას მერე, რაც 2011 წელს Steve Jobs-ი გარდაიცვალა, კიდევ უფრო დიდი როლი დაიკავა კომპანიაში. თუმცა, როგორც ახლა აცხადებს, ეს მომენტი ცვლილებებისთვის საკმაოდ შესაფერისია. ერთი შეხედვით, შესაძლოა, კომპანიისთვის მისი წასვლა შეიძლება, დიდი დარტყმა იყოს, თუმცა, მისივე განცხადებით უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარი სააგენტოთი იგი Apple-ს მნიშვნელოვნად ამოუდგება მხარში.


გააზიარე

დაბრუნება Posts