ქართული ელექტრომობილების დიზაინზე მალე ზვიად ციკოლია იმუშავებს

დაბრუნება Posts

ქართული ელექტრომობილების დიზაინზე მალე ზვიად ციკოლია იმუშავებს


ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის. მისი თქმით, თითოეული დეტალი „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, რომელი 26 ივნისს გაიმართება.

დაკავშირებული სურათი

ციკოლიამ განმარტა, რომ ქართული ბრენდის ქვეშ ელექტრომობილის დიზაინს სწორედ ის შექმნის, თუმცა დიზაინერი კონკრეტულ თარიღებს ჯერ ვერ ასახელებს. მისი თქმით, დიზაინის შექმნამდე ჯერ ქარხნის აშენებაა დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დიზაინის შექმნამდე ჯერ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. ჯერ ამის თქმა შემიძლია. დეტალები „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი“

განაცხადა – ზვიად ციკოლიამ

შეგახსენებთ რომ ზვიად ციკოლიას სახელს უკავშირდება პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი 914-ის, დიდგორი და ლაზიკას დიზაინის შექმნაც.


გააზიარე

დაბრუნება Posts