Opel-მა Corsa-ს ელექტრო ვერსია წარადგინა

დაბრუნება Posts

Opel-მა Corsa-ს ელექტრო ვერსია წარადგინა


გერმანულმა კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, Corsa-ს ელექტრო ვერსია გამოუშვა. Corsa e-ს მართვის სამი რეჟიმი გააჩნია. ავტომობილის ელექტროძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალას შეადგენს. 50 კილომეტრამდე სიჩქარეს ელექტრომობილი 2,8 წამში ანვითარებს, 100 კმ/სთ-ს კი 8,1 წამში. Opel-მა ელექტრომობილის ბრიტანული ვერსიის ფოტოები გაავრცელა.

დაკავშირებული სურათი


ელექტრომობილი სრული დამუხტვის შემდეგ 300 კილომეტრის გავლა შეუძლია. აკუმულატორის 80 პროცენტამდე დასამუხტად კი ნახევარი საათიც საკმარისია. ავტომობილს მართვის სამი რეჟიმი გააჩნია: სტანდარტული, ეკოლოგიური და სპორტული.

electric corsa-ის სურათის შედეგი

ელექტრიფიცირებული Corsa გამოირჩევა დინამიური სპორტულ დიზაინით  და ამავე დროს კომპაქტური მოდელია. Opel-ის ოფიციალური განცხადებით, ელექტრომობილზე წინასწარი შეკვეთების მიღება რამდენიმე კვირაში დაიწყება.


გააზიარე

დაბრუნება Posts