Microsoft Word-ის ხელოვნური ინტელექტი მალე ტექსტის დაწერაში დაგეხმარებათ

დაბრუნება Posts

Microsoft Word-ის ხელოვნური ინტელექტი მალე ტექსტის დაწერაში დაგეხმარებათ


Microsoft Word-ს მალე ახალი ფუნქცია დაემატება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ტექსტის კორექტირებაში დაგეხმარებათ. ახალი ფუნქციის მიზანი მხოლოდ გრამატიკული შეცდომების დაფიქსირება არ არის – ხელოვნური ინტელექტი პროგრამის მომხმარებლებს არამარტო სტილისტიკური შეცდომების სწორ ვერსიებს შესთავაზებს, არამედ უზრუნველყოფს, რომ ტექსტი გენდერის კუთხით ნეიტრალურ ენაზე იყოს დაწერილი.

ნეიტრალურ გენდერის ენაში კი გულისხმობს, რომ გამოყენებულ სიტყვებში, რომელთა შინაარსი კონკრეტულ სქესთან დაკავშირებული არ არის, არ უნდა გვხვდებოდეს სქესის სტერეოტიპული განსაზღვრა. ამის მაგალითია მამრობითი სქესის შემთხვევაში ინგლისური სიტყვა “policeman”, რომელიც ავტომატურად გულისხმობს, რომ ყველა პოლიციელი კაცია, მდედრობითი სქესის შემთხვევაში კი სიტყვა “stewardess”, რომელიც ასევე ბორტგამცილებლის სქესს უსვამს ხაზს.

აღსანიშნავია რომ ხელოვნურ ინტელექტის გამოყენება თითქმის უსაზღვროა. რის მაგალითიც უამრავი არსებობს, წლებთან ერთად კი ის სულ უფრო წინ მიიწევს იმდენად წინ რომ მისი შესაძლებლობებში ხანდახან ეჭვიც კი გვეპარება.

ფუნქცია Cloud სისტემაზე იქნება დაფუძნებული და მის გამოყენებას თავდაპირველად მხოლოდ Word Online-ს მომხმარებლები შეძლებენ. ფუნქციის სატესტო ვერსია ინვისში, საბოლოო ვერსია კი შემოდგომაზე ამოქმედდება.


გააზიარე

დაბრუნება Posts