Galaxy Note10-ის პირველი ოფიციალური რენდერი!

დაბრუნება Posts

Galaxy Note10-ის პირველი ოფიციალური რენდერი!


სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება Note10-ის გამოსვლამდის და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს Samsung-ის ახალ ფლაგმანურ სმარტფონზე ინფორმაცია საერთოდ არ ვრცელდება თუ არ ჩავთვლით მცირე დეტალებს და საერთოდაც თუ გადავხედავთ გასულ წლებს დროის ამ მონაკვეთში თითქმის უკვე ვიცოდით სმარტფონის ყველა დეტალი, ახლა კი როგორც ჩანს Samsung-მა მასქიმალურად დაიცვა უსაფრთხოების ზომები რათა არანაირი ინფორმაცია არ გაჟონილიყო ინტერენტ სივრცეში.

ჩვენ კი სულ რამოდენიმე წუთის წინ მოვიპოვეთ რენდერი, რომელიც ანალოგია აღნიშნული სმარტფონის. რამდენადაც ფოტოზე ვხედავთ სმარტფონის წინა კამერა გადმოადგილებულია ცენტრში. აღნიშნული გადაწყვეტილება კი რამდენად მოეწონება მომხმარებლებს ამას დრო გვიჩენებს. წინა პანელი კი S10-თან განსხვავებით მაქსიმალურადაა შემცირებული ე.წ “ბეიზელები”.

სმარტფონის უკანა ნაწილზე ასევე შეცვლილია კამერების განლაგება, რის დახმარებითაც სმარტფონში ელემენტის მოცულობის გაზრდა ამიერიდან უკვე მეტად იქნება შესაძლებელია.

დაკავშირებული სურათი

ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით Galaxy Note10-ის უძლიერესი მხარე იქნება მისი სუპერ სწრაფი დამუხტვა რის გამოც იგი არაჩვეულებრივ კონკურენციას გაუწევს მის კონკურენტებს. გაზრდილი იქნება ასევე სმარტფონის ელემენტის მოცულობაც. სმარტფონის აღჭურვილობაში კი შეიძლება შევიდეს ტელეფოტო კამერა რომელსაც 3x მიახლოვების შესაძლებლობა ექნება, თუმცა Samsung-ს ამდროისთვის უკვე აქვს შექმნილი კამერა რომელსაც შეუძლია 5x მიახლოვების შესაძლებლობა ხარისხის დაკარგვის გარეშე მაგრამ ამ სიახლეებს შემდეგ წელს A- სერიაში ვიხილავთ.

რაც შეეხება სმარტფონის წარდგენის თარიღს ის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისშია დაგეგმილი.


გააზიარე

დაბრუნება Posts