BBC-ს ინტერნეტ პაკეტი ამოეწურა პირდაპირი ტრანსლაციისას!

დაბრუნება Posts

BBC-ს ინტერნეტ პაკეტი ამოეწურა პირდაპირი ტრანსლაციისას!


ერთ-ერთ რეპორტაჟში, ბრიტანული ტელეკომპანია BBC აპირებდა 5G ინტერნეტის მაღალი სიჩქარის დემონსტრაციის მიზნით, სრული პირდაპირი ეთერი 5G მობილური ინტერნეტის გამოყენებით ეჩვენებინათ. თუმცა არ გაითვალისწინეს თუ რამდენი გიგაბაიტი დასჭირდებოდა ამ ყველაფერს და ინტერნეტ პაკეტი პირდაპირი ეთერის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამოეწურათ, რის გამოც ტრანსლაცია 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

ინტერნეტ პაკეტის ამოწურვა თავდაპირველად 5G ქსელის ან ტრანსლაციის აპარატურის გაუმართაობა ეგონათ თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ უბრალოდ ინტერნეტ პაკეტი ამოეწურათ.

დაგვიანების მიუხედავად, ვიდეო ტრანსლაცია საკმაოდ მაღალ ხარისხში გაეშვა და არანაირი წყვეტა ან დაგვიანება არ შეიმჩნეოდა.

სრული რეპორტაჟის ნახვა კი შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:

https://www.bbc.com/news/av/technology-48458282/rory-s-first-5g-live-broadcast


გააზიარე

დაბრუნება Posts